1. ბავშვს უნდა მიეწოდებოდეს ყველა საშუალება, რომელიც აუცილებელია მისი როგორც ფიზიკური ასევე სულიერი განვითარებისათვის;
2. მშიერი ბავშვი უნდა იყოს დაპურებული; თუ ბავშვი ავად არის, მას უნდა აღმოვუჩინოთ დახმარება; საჭირო შევუსწოროთ ბავშვს, რომელიც უშვებს შეცდომას; უნდა აღმოუჩინოთ მხარდაჭერა მძიმე წუთებში და მივცეთ თავშესაფარი ობოლ და მიუსაფარ ბავშვს;
3. ბავშვმა უნდა მიიღოს ყველა სახის დახმარება მისთვის ყველაზე საჭირო და რთულ მომენტში;
4. ბავშვი უნდა აღიზარდოს სიყვარულის ატმოსფეროში, იყოს დაცული ექსპლუატაციის ყველა ფორმისგან.
5. ბავშვი უნდა აღიზარდოს იმ შეგნებით, რომ მისი საუკეთესო თვისებები ემსახურება სხვის კეთილდღეობასაც.

ბავშვთა უფლებების დეკლარაციაში შემავალი ეს 5 ძირითადი პრინციპი ბრიტანელმა რეფორმატორმა ქალბატონმა ეგლანტინ ჯებმა შეიმუშავა. დეკლარაცია 1924 წლის 26 ნოემბერს ჟენევაში გამართულ ერთა ლიგის V ასამბლეაზე დამტკიცდა. სწორედ აღნიშნულ დეკლარაციაზე დაყრდნობით და ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციის კონგრესის გადაწყვეტილებით 1949 წლის ნოემბერში, პარიზში დაწესდაბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, რომელიც დღეს უკვე მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნება.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის სიმბოლო მწვანე ფონზე გამოსახული დედამიწა და სხვადასხვა ფერის ადამიანების ფიგურებია, ეს ფიგურები განასახიერებენ მრავალფეროვნებასა და ტოლერანტობას. გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, მოდით ყველამ ერთად შევეცადოთ ქონდეს ჩვენს მომავალს მარავლფეროვანი და ტოლერანტული გარემო მთელს დედამიწაზე.
No comments:
Post a Comment